ძლიერი მიწისძვრა ფილიპინებში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში 6,7 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიას დამანგრეველი შედეგები მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 4 ადამიანი, დაშავებულთა რაოდენობა კი 100-ს აჭარბებს. დანგრეულია ათობით საცხოვრებელი სახლი. ადგილობრივ მოსახლეობას ღამის გათევა ღია ცის ქვეშ მოუხდა.