უამინდობა ავღანეთში. უხვთოვლობამ ყველაზე მეტად ნურისტანის პროვინცია დააზარალა. სტიქიამ, ბოლო მონაცემებით, 191 ადამიანი იმსხვერპლა, 300-მდე კი სხეულის მოყივნის ნიშნებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. თოვლის საფარის სიმაღლე რიგ მონაკვეთებზე ერთ მეტრს აღწევს.