დონალდ ტრამპის ინიციატივას სირიაში უსაფრთხო ზონების შექმნის შესახებ სირიისნ ლიდერი არარეალურს უწოდებს. ამავე დროს, ბაშარ ასადი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები სირიის საკითხტან დაკავშირებით საერთო ენის გამონახვას შეძლებენ. ინიციატივა უსაფრთხო ზონების შექმნის შესახებ ტრამპმა გასულ კვირას გააჟღერა, რაც მისი თქმით, დასავლეთში ლტოლვილების გადინებას შეაჩერებს.