თურქეთის ავიაციამ სირიის ქალაქ ალ-ბაბში ისლამისტების 11 ობიექტი დაბომბა. ქალაქი, რომელსაც ამ დრომდე ისლამისტები აკონტროლებენ, თურქეთის საზღვრიდან სამხრეთით 30 კილომეტრში მდებარეობს. თურქეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, განადგურებულია ისლამური სახელმწიფოს 23 მებრძოლი. ოპერაცია ე.წ. „ევფრატის ფარის“ ფარგლებში განხორციელდა.