უამინდობა ინდონეზიაში. ხანგრძლივმა სეზონურმა წვიმამ ბალის კუნძულზე მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. წყალდიდობას თან მეწყერიც მოჰყვა. სტიქიამ, ბოლო მონაცემებით, 12 ადამიანი იმსხვერპლა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება.