კონგრესის ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ტრამპის მრჩეველი კელიენ კონუეი მწვავედ გააკრიტიკა. ამის მიზეზი კონუეის მიერ ფოქს ნიუსის ეთერში გაკეთებული განცხადება გახდა. პრეზიდენტის მრჩეველმა ამერიკელებს ტრამპის ქალიშვილის, ივანკას პროდუქციის შეძენისკენ მოუწოდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოდური ტანსაცმლის რეტეილერმა ნორდსტრომმა ივანკა ტრამპის დიზაინით წარმოებული ხელჩანეთებისა და ფეხსაცმლის გაყიდვაზე უარი თქვა.