ახალ ზელანდიაში ვეშაპების გადარჩენის ოპერაცია ტარდება. 400 მდე ძუძუმწოვარი ნაპირზე ზღვამ გამორიყა. მათგან 300 დაიღუპა, 100-ის გადარჩენას კი მაშველები მოხალისეების დახმარებით ცდილობენ. ე.წ. „ვეშაპების სუიციდი“ ხშირი მოვლენაა, თუმცა ამ მასშტაბის პრეცედენტი ახალ ზელანდიაში ჯერ არ მომხდარა.