ბრაზილიის შტატ ესპირანტუში, სადაც პოლიცია 6 დღის განმავლობაში გაფიცული იყო, ძალადობის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
 
 წესრიგის აღსადგენად ხელისუფლებამ შტატში  1200 სამართალდამცველი და ჯავშან-ტექნიკა შეიყვანა.
 
 შტატის პოლიცია ხელფასის გაზრდას და სოციალური პირობების გაუმჯობესებას ითხოვდა.
ანალოგიური გაფიცვები რიო დე ჟანეიროსა და ქვეყნის სხვა შტატებშიც იგეგმება.