რუსულ ავიაიერიშს სირიაში 3 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა. თურქული პოზიციების დაბომბვის ფაქტი ცოტა ხნის წინ ოფიციალურმა მოსკოვმაც დაადასტურა და თურქულ მხარეს ტრაგედიის ერთობლივი გამოძიება შესთავაზა. რუსული მხარის განმარტებით, ავიადარტყმები შეცდომით განხორციელდა. მომხდარის გამო კრემლის ლიდერმა თურქეთის პრეზიდენტს თანაგრძნობა უკვე გამოუცხადა. თურქებმა ცოცხალი ძალის დანაკარგი დღეს ელ-ბაბის რაიონშიც განიცადეს. სააგენტო როიტერის ცნობით, ისლამისტებთან შეტაკებებს 5 თურქი ჯარისკაცი შეეწირა.