ირანს ახალი ბალისტიკური რაკეტა არ გამოუცდია. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ჰუსეინ დეხგანმა განაცხადა. „დავიწყოთ იმით, რომ არანაირი ბალისტიკური რაკეტა არ გამოგვიცდია. მაგრამ ასეც რომ იყოს, ეს არავის საქმე არ არის,“-აღნიშნა ტავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. ინფორმაცია ირანის მიერ მორიგი ბირთვული ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ დღეს დილით Fox News-მ გაავრცელა.