საფრანგეთის ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში მდებარე ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა. წინასწარი მონაცემებით, არიან დაშავებულები. რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს.ატომური ელექტროსადგური ლამანშის სრუტის სანაპიროზე მდებარეობს. სადგური ორ ენერგობლოკს მოიცავს. ამჟამად მესამე ენერგობლოკის მშენებლობა მიმდინარეობს.