კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომლებმა მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე გარემოს დაცვის სამინისტროს უწყებების 12 თანამშრომელი დააკავეს.
აღნიშნულის შესახებ განცხადება შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოსო თოფურიძემ დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"სპეცოპერაცია საქართველოს რეგიონებში, კერძოდ კი აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, დასავლეთ საქართველოში და მცხეთა-მთიანეთში ჩატარდა, რომლის შედეგადაც ქრთამის აღების ფაქტზე საქართველო გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრია დაკავებული. აღნიშნული პირები მეწარმეებთან კორუფციულ გარიგებაში სისტემატიურად შედიოდნენ და ბუნებრივი რესურსების უკანონო მოპოვებისთვის მათ ქრთამს ძალავდნენ", - განაცხადა თოფურიძემ.
მისივე თქმით, დაკავებულებს რალის დამტკიცების შემთხვევაში 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებთ.
სამართალდამცავების მიერ დაკავებულია გარემო დაცვის ინსპექციის აჭარის ბიუროს თანამშრომლები - გიორგი ბოლქვაძე, რამაზ ნემსაძე, გიგა ჩხაიძე, როსტომ შარვაშიძე, გოჩა დავითაძე, დავით ქორაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გარემოს დაცვის ინსპექციის თანამრომლები - გოგი ბჟალავა, გიორგი კუნჭგულია, გარემოს დაცვის ინსპექციის დასავლეთის ბიუროს მთავარი სპეციალისტი ზაზ დარიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო დეპარტამენტის კოლხეთის სატყეო უბნის რეინჯერი მამუკა ჭკადუა და მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამმართველოს ფასანაურის სატყეო უბნის რეინჯერი გოჩა ჯაბუშალაური. ასევე დაკავებულია მეწარმე დავით კუტუპიძე.