ირანმა ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა. ამის შესახებ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსი“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, „ჰაერი-მიწის“ ტიპის რაკეტები თეირანთან მდებარე პოლიგონზე გამოცადეს. ბოლოს თეირანმა ბალისტიკური რაკეტები იანვარში გამოცადა, რასაც დასავლეთის მწვავე რეაქცია მოჰყვა. შეერთებულმა შტატებმა თეირანს დამატებითი სანქციები დაუწესა.