შეერთებულ შტატებში 11 სექტემბრის ტერაქტების ორგანიზატორის, ჰალიდ შეიჰ მუჰამედის წერილი გამოქვეყნდა. 18-გვერდიანი მიმართვის ადრესატი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ბარაქ ობამაა. წერილში შეიჰ მუჰამედი ამბობს, რომ 11 სექტემბრის ტერაქტებზე პასუხისმგებელი შეერთებული შტატების ხელისუფლებაა, რომელიც მსოფლიოში ათასობით უდანაშაულო ადამიანს კლავს. „ომი ჩვენ არ დაგვიწყია. ის თქვენ დაიწყეთ თქვენი დიქტატურითა და აგრესიით,“-ნათქვამია წერილში, რომელიც სავარაუდოდ 2015 წელს არის დაწერილი.