ანტირუსული სანქციების შესახებ დონალდ ტრამპის პოზიცია მისმა პრეს-მდივანმა კიდევ ერთხელ განმარტა. შონ სპაისერმა ღიად განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოსკოვისთვის სანქციების გაუქმებას არ აპირებს.
„გაეროში შეერთებული შტატების წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ რუსეთს სანქციები არ გაუუქმდება. სანქციები მანამდე იმოქმედებს, სანამ რუსეთი უკრაინას ყირიმს არ დაუბრუნებს,“-აღნიშნა სპაისერმა.