დონალდ ტრამპს საკუთარი გუნდის წევრებიც აკრიტიკებენ. თეთრი სახლის ლიდერის მიერ შერჩული უმაღლესი სასამართლოს წევრობის კანდიდატი ნილ გორსაჩი აცხადებს, რომ ტრამპის მიერ ტვიტერში გამოქვეყნებული ზოგიერთი პოსტი მისთვის მიუღებელია. საუბარია დონალდ ტრამპის ტვიტერ-პოსტზე, სადაც მან მოსამართლე ჯეიმს რობარტი საიმიგრაციო კანონის დაბლოკვისთვის მწვავედ გააკრიტიკა. გორსაჩის თქმით, მსგავსი განცხადებებით პრეზიდენტი მოსამართლეების დემორალიზებას ახდენს.