ახალ ორლეანს ძლიერმა ქარიშხალმა გადაუარა. სტიქიამ ადგილობრივი ელექტროგადამცემები დააზიანა, რის შედეგადაც  50 ათასამდე აბონენტი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა. დაზიანებულია ასობით შენობა-ნაგებობა. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რამდენიმე ადამიანი მსუბუქადაა დაშავებული.