ცნობილი ბლოგერის, ალექსანდრ ლაპშინის ექსტრადიციის ფაქტს რუსეთსი და ისრაელი უკვე გამოეხმაურა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ემანუელ ნახშონის თქმით, საგარეო უწყება მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება და მხარეებთან აქტიურ კონსულტაციებს აწარმოებს. ლაპშინის უფლებების დაცვის პირობას იძლევა მოსკოვიც. ისრაელისა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ბლოგერი ბელარუსმა აზერბაიჯანს გვიან ღამით გადასცა. აზერბაიჯანული მხარე მას საზღვრის უკანონო გადაკვეთასა და ანტიაზერბაიჯანულ მოწოდებებში ადანაშაულებს.