რუსეთს სანქციები უნდა შეუნარჩუნდეს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ბეატა შიდლომ ვარშავაში შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათი თქმით, რუსეთს სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუმსუბუქდება, თუ მოსკოვი მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას დაიწყებს.