აშშ არმიამ დაკოტაში მილსადენის მსენებლობის უფლება გასცა, რომელსაც შესაძლოა კიდევ ერთი სკანდალი მოყვეს. საქმე დაკოტაექსესის ნავთბსადენს ეხება, რომლის ინფრასტრუქტურასა და ეკოლოგიურ უსაფრთოებაზე პასუხს არმიის საინჟინრო კორპუსი აგებს. სანავთობო მაგისტრალის მშენებლობა ობამას ადმინისტრაციამ ინდიელთა რეზერვაციების პროტესტის გამო გასული წლის ბოლოს აკრძალა. მილსადენი რეზერვაციის ტერიტორიაზე გადის და ეკოლოგიურ საფრთხეს ქმნის. ინდიელები აცხადებენ, რომ ტრამპის მიერ გაცემულ განკარგულებას მილსადენების მშენებლობის განახლების შესახებ სასამართლოში გაასაჩივრებენ.