ძლიერი წყალდიდობა ავსტრალიაში. ხანგრძლივმა სეზონურმა წვიმამ ქვეყნის ცენტრალურ რაიონებში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც ათობით ქალაქი და დასახლებული რაიონი დაიტბორა. სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა სიდნეისაც. წყლის საფარის სიმაღლე რიგ მონაკვეთებზე ნახევარ მეტრს აღწევს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.