დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ჰილარი კლინტონმა პირველი განცხადება გააკეთა. პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქალთა პრობლემებზე კალიფორნიაში მიმდინარე კონფერენციაზე ისაუბრა.
„მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, კვლავინდებურად ვთვლი, რომ მომავალი ქალებისაა. ამის დასტურია ქალების მარში, რომელმაც ამერიკასა და მთელ მსოფლიოში მილიონობით ქალი გააერთიანა,“-აცხადებს კლინტონი კონფერენციაზე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში.