მელანია ტრამპი დეილი მეილის უჩივის. ამერიკის პირველმა ლედიმ ბრიტანული გამოცემის წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა. საქმე ეხება დეილი მეილიში დაბეჭდილ სტატიას ექსკორტ-მომსახურების სფეროში მელანია ტრამპის საქმიანობის შესახებ. ადვოკატები გამოცემისგან კომპენსაციის სახით 150 მილიონ დოლარს ითხოვენ. დეილი მეილიმ მელანია ტრამპზე სტატია ვებ-გვერდიდან უკვე აიღო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გასული წლის აგვისტოს ტრამპის მეუღლემ გამოცემას მერილენდის სასამართლოში უჩივლა, თუმცა მას განუმარტეს, რომ სასამართლოს საქმის განხილვის კომპეტენცია არ ჰქონდა. ამჯერად მელანია ტრამპმა სარჩელი ნიუ იორკის სასამართლოში შეიტანა.