შეერთებული შტატებისა და რუსეთის თანამშრომლობა არა მხოლოდ სირიის, არამედ მთელი მოსოფლიოს ინტერესებში შედის. ამის შესახებ სირიის მოქმედმა ლიდერმა განაცხადა. ბაშარ ასადის თქმით, ტრამპის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთებული განცხადებები ტერორიზმთან ბრძოლის გააქტიურების მნიშვნელობაზე დამაიმედებელია.
„ბევრი წლის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვდით,“-აღნიშნა ასადმა.