ბრიტანეთის პარლამენტმა პეტიციის განხილვა დაიწყო, რომლითაც ბრიტანელებმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტის დაბლოკვა მოითხოვეს. პეტიციას მხარი თემთა პალატის სპიკერმაც დაუჭირა. ჯონ ბერკოუმ აღნიშნა, რომ ტრამპის ლონდონში ჩასვლას საემიგრაციო კანონის დაწესებამდეც არ ემხრობოდა. ახალი რეგულაციების გამო კი ვესტმისტერში ტრამპის ნახვის სურვილი საერთოდ დაკარგა. დონალდ ტრამპის ვიზიტი ბრიტანეთში ივნისში იგეგმება. სტუმრობის წინააღმდეგ პეტიციას ხელი მილიონ 800 ათასმა ბრიტანელმა მოაწერა.