სირიის სამხედრო ციხეში სიკვდილით ათასობით ადამიანი დასაჯეს. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია Amnesty International იტყობინება. ორგანიზაციის ანგარიშით, 2011-2015 წლებში საიედნას ციხეში გაუსამართლებლად13 ათასამდე ადამიანი ჰყავთ მოკლული. Amnesty International ამ ინფორმაციას ყოფილი მსჯავრდებულების ჩვენებეზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, საიედნას ციხეში ამ დრომდე რჩება 20 ათასამდე პატიმარი.