ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საკითხს განიხილავენ. მინისტერიალი ბრიუსელში დღეს დილიდან დაიწყო. როგორც ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, ბრიუსელი აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად მუშაობას გაააქტიურებს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპა რუსეთზე ზეწოლას სანქციებით გააგრძელებს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი კი აცხადებს, რომ მუშაობა ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში გაგრძელდება. ფედერიკა მოგერინი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და უკრაინას სავიზო რეჟიმი მალე გაუუქმდება.