გაერომ ავღანეთში 2016 წელს დაღუპულთა შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს სამოქალაქო პირებზე თავდასხმის შემთხვევები საგანგაშოდ გაიზარდა. თავდამსხმელები უმეტეს შემთხვევაში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები იყვნენ. თავდასხმებს, ბოლო მონაცემებით, 3 498 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობამ კი 8 ათასს მიაღწია.