ბარსელონაში კატალონიის ავტონომიის ყოფილ ხელმძღანელს ასამართლებენ. მას ბრალი ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლოს დაუმორჩილებლობაში ედება. აკრძალვის მიუხედავად, მან 2014 წლის ნოემბერში კატალონიაში დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი გაიმართა. მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დამოუკიდებლობას დაუჭირა. სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.