ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფის, დევიდ ბეილის ფოტოპროექტი, რომელიც მან ელიზაბეტ მეორის ტახტზე ასვლის 65-ე წლისთავს მიუძღვნა, განმეორებით გამოქვეყნდა. 2014 წელს გადაღებულ ფოტოზე დედოფალს საფირონის მორთულობა ამშვენებს. ძვირფასეულობა მას მამამ, გეორგ მეექვსემ 1947 წელს ქორწილზე აჩუქა.