ირანი ნომერ პირველი ტერორისტული ქვეყანაა, რომელიც ტერორისტებს ფულითა და იარაღით ამარაგებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. დონალდ ტრამპის თქმით, ობამას ადმინისტრაციის მიერ ირანთან მიღწეული ბითვული შეთანხმება სამარცხვინოა და ის აუცილებლად უნდა გადაიხედოს. კითხვაზე, აპირებს თუ არა შეერთებული შტატები ირანის ბირთვული პრობლემის ძალისმიერი გზით გადაჭრას, ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებას არ აპირებს.