ირანელ პაციენტ გოგონას შეერთებულ შტატებში მკურნალობის უფლება მისცეს. მას გულზე გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება. ბავშვის ოჯახი ამერიკის ვიზის მიღებას დუბაიში ცდილობდა, თუმცა ირანი იმ 7 მუსლიმანური ქვეყნის სიაში მოხვდა, რომლის მოქაალქეებზეც ტრამპმა ვიზების გაცემა აკრძალა. ამის გამო ფატიმე რეშადის ოჯახს სამშობლოში დაბრუნება მოუხდა.