ლიბიის საზღვაო ძალები ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში პატრულირებას აძლიერებს. გვიან ღამით მესაზღვრეებმა საბრაფის სანაპიროებთან 100-ზე მეტი მიგრანტი დააკავეს, რომლებიც ევროპის ტერიტორიაზე გადასვლას ნავით ცდილობდნენ. ანალოგიური ოპერაცია ლიბიის საზღვაო ძალებმა გასულ კვირასაც ჩაატარეს და 431 მიგრანტი დააკავეს. ისინი ტრიპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე გადაიყვანეს.