რუსეთი ევროკავშირის ქვეყნებიდან ფრინველის ხორცისა და ნახევარფაბრიკატების იმპორტს აჩერებს. ამის შესახებ როსსელხოზნადზორის წარმომადგენელმა იულია მელანომ განაცხადა. მისივე განმარტებით, დროებითი შეზღუდვები ევროპის ტერიტორიზაე გავრცელებულ ფრინველის გრიპს უკავშირდება. შეზღუდვები ავსტრიას, ბრიტანეთს, უნგრეთს, ბულგარეთს და ევროპის კიდევ 11 ქვეყანას შეეხება.