დონბასში ვითარება კვლავ დაძაბულია. უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის ცნობით, პრორუსმა სეპარატისტებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში სამთავრობო ძალების პოზიციების მიმართულებით ცეცხლი 115-ჯერ გახსნეს.შედეგად 3 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 7 კი დაშავდა. საბრძოლო მოქმედებები ქალაქ ავდეევკაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას აფერხებს. შეტაკებების განახლების შემდეგ ქალაქი 250-მდე მცხოვრებმა უკვე დატოვა.