ვაშინგტონის მუქარისა და სანქციების ფონზე ირანში მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. სწავლებებში ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ელიტური შენაერთები იღებენ მონაწილეობას. წვრთნებში ირანის ანტისარაკეტო და რადიოლოკაციური სისტემებიცაა ჩართული. ვაშინგტონმა თეირანის მიმართ რიტორიკა მას შემდეგ გაამკაცრა, რაც ირანმა ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოცადა.