ირანი ტერორიზმის სპონსორი ქვეყანაა. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა იაპონიაში ვიზიტისას განაცხადა. ჯეიმს მეტისის თქმით, თეირანი მსოფლიოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის, რის გამოც ახლო აღმოსავლეთში პენტაგონმა სამხედრო ყოფნა უნდა გაზარდოს. ცნობილი ხდება ისიც, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა. შავ სიაში კიდევ 13 ფიზიკური პირი და 12 კომპანია მოხვდა.