მორიგი ტერორისტული აქტი ლუგანსკში. ავტომანქანა, რომელშიც დეფაქტო რესპუბლიკის მილიციის უფროსი იმყოფებოდა, მირნის საგზაო მონაკვეთზე აფეთქდა. შედეგად, ოლეგ ანაშენკო ადგილზე დაიღუპა. ტერაქტს მისი პირადი მძღოლიც ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობას დეფაქტო რესპუბლიკის ლიდერები უკრაინულ მხარეს აკისრებენ.