მალტაში ევროკავშირის ლიდერები მიგრანტთა კრიზისზე მსჯელობენ. ისინი ლტოლვილებისთვის ხმელთაშუა ზღვის მარშრუტის ჩაკეტვის გეგმაზე შეთანხმდნენ. ე.წ. სიკვდილის მარშრუტით ევროკავშირის ტერიტორიაზე მხოლოდ გასულ წელს 180 ათასზე მეტმა ლტოლვილმა შეაღწია, ათასობით კი დაიღუპა. ევროპელი ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ ლიბიის ხელისუფლებას საიმიგრაციო კრიზისთან ბრძოლაში დახმარებას გაუწევენ.