ისლამური სახელმწიფოს დედაქალაქად წოდებულ რაქას სასმელი წყალი აღარ მიეწოდება. ამის შესახებ ოფიციალური დამასკო იტყობინება. წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზი წყალსადენის დაზიანება გახდა. მილები სახელისუფლო ავიაციის ავიაიერიშების შედეგად დაზიანდა. რაქას ისლამისტები 2014 წლიდან აკონტროლებენ.