მოსკოვი ლუკაშენკოს განცხადებებს ეხმაურება. კრემლის პრეს-სამსახურმა იმ ეონომიკური დახმარებების სია გამოაქვეყნა, რომელიც ბელარუსს 2011-2015 წლებში რუსეთმა გაუწია. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამ დროის პერიოდში ბელარუსს რუსეთისგან 6 მილიარდიანი კრედიტი აქვს მიღებული. მოსკოვი მინსკზე ზეწოლაში ბელარუსის ლიდერმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე დაადანაშაულა. ლუკაშენკომ ღიად განაცხადა, რომ ბელარუსი რუსული ნავთობის სანაცვლოდ დამოუკიდებლობას არ დათმობს. პასუხად რუსეთი 6 თებერვლიდან ბელარუსიდან ხორცისა და სუბპროდუქტების იმპორტს შეაჩერებს.