შეერთებული შტატები კუბასთან ურთიერთობას გადახედავს. ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა შონ სპაისერმა განაცხადა. მისივე თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღება ძირითადად კუბაში ადამიანების უფლებების დაცვისკენ იქნება მიმართული. ჰავანასთან ურთიერთობის განტვირთვა ობამას ადმინისტრაციამ 2015 წელს დაიწყო. ვაშინგტონმა კუბას სავაჭრო ემბარგო მოუხსნა.