სიეტლის ფედერალურმა სასამართლომ ტრამპის ახალი საიმიგრაციო რეგულაციების მოქმედება შეაჩერა. სარჩელი სასამართლოში ადგილობრივმა პროკურატურამ შეიტანა, რომელიც თეთრი სახლის ლიდერის ბრძანებულებას ლტოლვილთა მიღების შეჩერების შესახებ არაკონსტიტუციურად ცნობს. ვაშინგტონის შტატის პროკურორმა ბობ ფერგიუსონმა სასამართლოს გადაწყვეტილებას უკვე უწოდა კანონის ზეიმი. 7 მუსლიმური სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვის და ლტოლვილთა მიღების შეჩერების განკარგულება ტრამპმა 28 იანვარს გასცა.