ავდეევკაში ვითარება კვლავ დაძაბულია. ოფიციალური კიევის მონაცემებით, სეპარატისტებმა სკოლას და სტადიონს გაუხსნეს ცეცხლის, სადაც გათბობისა და ჰუმანიტარული დახმარების მიღების ცენტი იყო განთავსებული. თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაიჭრა. სროლის ხმა ისმოდა ე.წ. ურთიერთშეხების ხაზზეც. უკრაინული მხარის მტკიცებით, სეპარატისტებმა მათ პოზიციებს ცეცხლი რამდენჯერმე გაუხსნეს, რის შედეგადაც 2 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, 9 კი დაშავდა.