დონალდ ტრამპი მექსიკის პრეზიდენტს არ დამუქრებია. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ თეთრ სახლში განაცხადეს. მანამდე სააგენტო ასოშიეითიდ პრესმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სატელეფონო საუბრისას ტრამპი ნიეტოს მექსიკაში ჯარების შეყვანით დაემუქრა, თუმცა ამ ინფორმაციას მექსიკის პრეზიდენტის პრეს-სამსახურიც უარყოფს.