ჰილარი კლინტონი წიგნის წერას იწყებს. „ლოს ანჟელეს თაიმსის“ ინფორმაციით, ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი პირადი ცხოვრების იმ პერიოდზე დაწერს, რომელიც მისი თქმით, ყველაზე რთული აღმოჩნდა. წიგნი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, დონალდ ტრამპსა და წინასაარჩევნო კამპანიაზეა. მემუარების გამოქვეყნების თარიღი ჯერ- ჯერობით უცნობია.