ლისაბონის შეთანხმების 50-ე მუხლის ამოქმედებას, რომელიც ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის დაწყებას ითვალისწინებს, ბრიტანეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა. ორდღიანი დებატების შემდეგ კანონპროექტს მხარი 498 დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგ კი 114 გამოვიდა. კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა შოტლანდიის ეროვნულმა პარტიამ და ლიბერალ-დემოკრატებმა, ასევე ლეობორისტთა ნაწილმა და ერთმა კონსერვატორმა მისცეს. მეორე მოსმენით საკითხს პარლამენტი 6 თებერვალს განიხილავს.