კონსერვატიული საიტის, Breitbart News-ის რედაქტორს, მილო იანოპულოსის გამოსვლა კალიფორნიის უნივერსიტეტში სტუდენტებმა ჩაშალეს. მათ სასწავლებელში მასობრივი არეულობები მოაწყვეს. აქციის მონაწილეებმა შენობას ქვები და ფეიერები დაუშინეს. პოლიცია იძულებული გახდა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინა. 32 წლის იანოპულოსი დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერია. მას რასისტს, ქალთმოძულეს და ისლამოფობს უწოდებენ.