ამერიკის ახალი სახელმწიფო მდივანი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგება. რექს ტილერსონმა ფიცი უკვე დადო. ცერემონიას თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი და ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი ესწრებოდნენ. მანამდე ტილერსონის კანდიდატურას მხარი სენატმა დაუჭირა.