სირიის ჩრდილოეთ ნაწილში თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ისლამისტების პოზიციებზე ავიაიერიში მიიტანეს. თურქული მედიის ცნობით, ალ-ბაბსა და ბზაგაში განადგურებულია 23 სამიზნე ობიექტი. თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით „ევფრატის ფარი“ ოთხი თვის წინ დაიწყო. ოპერაციის მიზანი, ისლამისტების განადგურების გარდა, თურქეთის საზღვრის უსაფრთხოების დაცვაა.